პირადი ავტოასისტენტი თბილისში

შენი დრო ძვირფასია — დანარჩენს მე ვიზამ.

მოვალ, ავიღებ შენს მანქანას, ჩავაბარებ სანდო ოსტატთან და ვაკონტროლებ მთელ პროცესს — შენ კი გააგრძელებ შენს დღეს.

+5 000

გამომწერი FB-ზე

4.9 / 5

შეფასებები და რეკომენდაციები

CARGUIDE Premium Car
შენი დრო ჩემია • სრული კონტროლი

რატომ CARGUIDE?

შენი მანქანის მოვლა რთული პროცესია — ჩვენ მას მარტივად ვაქცევთ. სანდოდ, გამჭირვალედ და შენი დროის დაზოგვით.

სანდო ოსტატები

მხოლოდ გადამოწმებულ სერვის ცენტრებთან ვმუშაობთ — ხარისხი და გამჭირვალობა გარანტირებულია.

სრული კონტროლი

ყველა ეტაპს ვაკვირდებით — დიაგნოსტიკიდან დასრულებამდე. შენ ხედავ ყველაფერს.

დროის დაზოგვა

სერვისში ლოდინი შენი დრო არ არის. ჩვენ ვიზამთ — შენ კი გააგრძელებ დღეს.

სარგებელი

რას მიიღებ შენ?

  • მანქანის წაყვანა და მოყვანა შენს ადგილზე
  • ფოტო/ვიდეო ანგარიში პროცესიდან
  • სანდო ოსტატი — გადამოწმებული წყაროებით
  • პირდაპირი კომუნიკაცია Messenger / WhatsApp-ით

როგორ მუშაობს?

4 მარტივი ნაბიჯი და შენი ავტომობილი სრულ წესრიგშია.

1

მოგვწერე

შეავსე ფორმა ან დაგვიკავშირდი — მითხარი მანქანა და პრობლემა. პასუხს მიიღებ სწრაფად.

2

ავიღებთ მანქანას

შეთანხმებულ დროსა და ადგილზე მოვალთ და ჩავაბარებთ სანდო ოსტატთან.

3

ვაკონტროლებთ

ვესაუბრებით ოსტატს, ვამოწმებთ სამუშაოს და გიგზავნით ფოტო/ვიდეო ანგარიშს.

4

დაგიბრუნებთ

სამუშაოს დასრულებისთანავე მანქანას პირდაპირ შენთან დაგიბრუნებთ.

რა სერვისებს ვთავაზობთ?

ყოველდღიური მოვლიდან სერიოზულ სამუშაოებამდე — ყველაფერს ვმართავთ შენი მხრიდან მინიმალური ჩართულობით.

წაყვანა / მოყვანა

მოვალ შენთან, ავიღებ მანქანას და ჩავაბარებ სანდო ოსტატთან — შემდეგ კი პირდაპირ შენთან დაგიბრუნებ.

დიაგნოსტიკა

ზუსტად ვიგებთ პრობლემის მიზეზს — ობიექტური ახსნა და შენთან შეთანხმება სამუშაოს დაწყებამდე.

რემონტის კონტროლი

ვაკვირდები პროცესს, ვამოწმებ სამუშაოს ხარისხს და ვიცავ შენს ინტერესს ოსტატთან.

ნაწილების შერჩევა

ხარისხი/ფასის ოპტიმალური თანაფარდობით გირჩევ ნაწილებს — ორიგინალი ან სანდო ალტერნატივა.

ფოტო/ვიდეო რეპორტი

გიგზავნი ფოტოებსა და ვიდეოებს პროცესიდან — ზუსტად ხედავ რა გაკეთდა და როგორ.

კონსულტაცია

გაქვს კითხვა მანქანაზე? გირჩევ, განგიმარტავ და დაგეხმარები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ფასები

ზუსტი ფასი დამოკიდებულია მანქანაზე, ადგილმდებარეობასა და სამუშაოზე, მაგრამ ორი ძირითადი პაკეტი გაქვს.

Basic

დან ₾49

სტანდარტული სერვისი თბილისის ფარგლებში.

  • მანქანის წაყვანა / მოყვანა
  • დიაგნოსტიკის ორგანიზება
  • კომუნიკაცია ოსტატთან

ხშირად დასმული კითხვები

სად მუშაობს CARGUIDE?

ამ ეტაპზე ვმუშაობ თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სხვა ქალაქებისთვის — ინდივიდუალური შეთანხმებით.

უნდა ვიყო ადგილზე, როცა მოდიხარ?

პირველ შეხვედრაზე კი — გასაღების გადასაცემად. შემდეგ შეთანხმებით შეიძლება სხვა ვარიანტიც.

ფულს შენ იღებ თუ ოსტატი?

ოსტატს გადაუხდი პირდაპირ. ჩემი სერვისის საფასური ცალკეა და წინასწარ გეცოდინება.

როგორ ვიცი რომ ოსტატი სანდოა?

მხოლოდ გადამოწმებულ ოსტატებთან ვმუშაობ. თავად ვესწრები სამუშაოს და ყველაფერს ფოტო/ვიდეოთი გაჩვენებ.

რამდენ ხანში მივიღებ მანქანას უკან?

დამოკიდებულია სამუშაოს სირთულეზე. ყოველ ეტაპზე გაცნობებ და ვეცდებით რაც შეიძლება სწრაფად დაგიბრუნო.

მიიღე კონსულტაცია

შეავსე ფორმა და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

გთხოვ შეავსო სახელი
გთხოვ შეავსო საკონტაქტო ველი
განაცხადი მიღებულია! მალე დაგიკავშირდებით.